Tuesday, January 15, 2019

პროექტის ,,მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო" შეჯამება


2018 წლის 29 ოქტომბრიდან  VIIIIX კლასებში განხორციელება დაიწყო სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულმა პროექტმა „მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო“
მიმართულება: ინტელექტუალურ – შემეცნებითი
ქვემიმართულება: მოგზაურთა კლუბი
პროექტი: „მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო“
სამიზნე ჯგუფი: VIII-IX კლასის მოსწავლეები (25 მოსწავლე)
კურსის ხანგრძლივობა: 20 საათი (2018 წლის 29 ოქტომბრიდან 2018 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით)
მიზანი: მოსწავლეები გაეცნონ და შეისწავლონ მათი ქვეყნისა და უცხო ქვეყნების კულტურული მრავალფეროვნება, გაეცნონ მათ გარშემო არსებულ სხვადასხვა ეთნიკურ და სოციალურ ჯგუფებს, გახდნენ მეტად ტოლერანტულები განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების მიმართ.
       ვფიქრობ მიზანი მიღწეულია, რადგან მოსწავლეებმა შეძლეს გაცნობოდნენ და შეესწავლათ თავიანთი ქვეყნისა და უცხო ქვეყნების კულტურული მრავალფეროვნება, მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა ეთნიკური და სოციალური ჯგუფების შესახებ, აქტივობების განხორციელების პროცესში გამოავლინენ ტოლერანტული დამოკიდებულებები განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების მიმართ.
        პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა გეგმის შესაბამისად წარიმართა და წარმატებით განხორციელდა.
        პროექტის  ყველა აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართული და შესაბამისად ყველა კომპონენტი წარმატებულად განხორციელდა, განსაკუთრებით დაინტერესება გამოიწვია თეორიული კურსის შესწავლის შემდეგ, მრავალფეროვანი პრაქტიკული სამუშაოების განხორციელებამ, რადგან მოსწავლეები პრაქტიკული სამუშაოს დაგეგმვასა და განხორციელებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ. განსაკუთრებით კედელზე კონტინენტების მოხატვამ „ჩვენ ვეკუთვნით მსოფლიოს, ჩველ გვეკუთვნის მსოფლიოს“, ხელნაწერი ილუსტრირებული წიგნი „მსოფლიო ერთ წიგნად“ და პრეზენტაციების „საქართველო“ , „ქვეყანა სადაც მოგზაურობა მსურს“ შექმნამ.
        პროექტში ჩართულ მოსწავლეებს განუვითარდათ და ჩამოუყალიბდათ განსხვავებული ეთნიკური და სოციალური ჯგუფების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება, დახვეწეს ინფორმაციის მოძიება დახარისხების და პრეზენტაციის მომზადებისა და აუდიტორიის წინაშე წარდგენის უნარჩვევები, გაუმჯობესდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობა.
        პროექტის განხორციელების ფარგლებში დაკვირვების შედეგად ვფიქრობ გაუმჯობესებას საჭიროებს, მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომა და თითოეული მოსწავლის ინტერესის გათვალისწინება რაც გაზრდის მათ მოტივაციას.
        პროექტის განხორციელების პროცესში არ დამჭირვებია პროექტის გეგმის მოდიფიცირება, გეგმით  გათვალისწინებული ყველა აქტივობა განხორციელდა.
       მსგავსი ტიპის პროექტებზე მუშაობისას აუცილებლად გავითვალისწინებ თითოეული მოსწავლის ინტერესებს, რადგან მოხდეს თითოეული მათგანის მოტივაციის ზრდა და შეძლოს პროექტში სრულყოფილად მონაწილეობა.

No comments:

Post a Comment