სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის
სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლის ისტორიის
მასწავლებლის ეკატერინე ნდირაძის მიერ განხორციელებული
სასწავლო პროექტის
რეფლექსია
2018 წლის 30 ოქტომბრიდან VII–IX კლასებში
განხორციელება დაიწყო “სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის“
პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულმა პროექტმა „იმიტირებული პროცესები“
მიმართულება: ინტელექტუალურ – შემეცნებითი
ქვემიმართულება: სამართლებრივი განათლების კლუბი
პროექტი: „იმიტირებული პროცესები“
სამიზნე ჯგუფი: VII-VIII-IX კლასის მოსწავლეები (25 მოსწავლე)
კურსის ხანგრძლივობა: 20 საათი (2018 წლის 30 ოქტომბრიდან 2018 წლის 20 დეკემბრის
ჩათვლით)
მიზანი: მოსწავლეებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების
ამაღლება, საერთაშორისო და საქართველოს ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტების პრინციპების
გააზრება და მათი ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება.
ვფიქრობ მიზანი მიღწეულია,
რადგან მოსწავლეებმა აიმაღლეს ცნობიერება საერთაშორისო და საქართველოს ძირითადი სამართლებრივი
დოკუმენტების პრინციპების შესახებ, რაც გამოვლინდა მათ მიერ განხორციელებული აქტივობების
დროს, შეძლეს თეორიული მასალის გააზრება და ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი
ყველა აქტივობა გეგმის შესაბამისად წარიმართა და წარმატებით განხორციელდა.
პროექტის ყველა
აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართული და შესაბამისად ყველა კომპონენტი
წარმატებულად განხორციელდა, განსაკუთრებით დაინტერესება გამოიწვია თეორიული კურსის
შესწავლის შემდეგ, მრავალფეროვანი პრაქტიკული სამუშაოების განხორციელებამ, რადგან მოსწავლეები
პრაქტიკული სამუშაოს დაგეგმვასა და განხორციელებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ და ავლენდნენ
შესწავლილი თეორიული მასალის რეალიზებას. ”იმიტირებული სასამართლო პროცესები“ და „იმიტირებული
არჩევნები“.
პროექტში ჩართულ მოსწავლეებს განუვითარდათ,
ჩამოუყალიბდათ და აუმაღლდათ ცნობიერება იმიტირებული პროცესების მიმართ, დახვეწეს ინფორმაციის
მოძიება დახარისხების უნარჩვევები, გაუმჯობესდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობა.
პროექტის განხორციელების ფარგლებში დაკვირვების
შედეგად ვფიქრობ გაუმჯობესებას საჭიროებს, კონკრეტული განმარტებების მიცემა და მრავალჯერადად
განმეორება, უშუალოდ პრაქტიკული მუშაობის განხორციელების პროცესში, კონკრეტული აქტივობების
შესახებ. მასწავლებელმა მოსწავლეებს საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს ინდივიდუალური
განმარტება ამა თუ იმ აქტივობის შესახებ. რაც გაუადვილებს მათ პროექტში მონაწილეობას
და გაზრდის მათ მოტივაციას.
პროექტის განხორციელების პროცესში გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა განხორციელდა,
გეგმის მოდიფიცირება საჭირო არ გამხდარა.
მსგავსი ტიპის პროექტებზე მუშაობისას აუცილებლად
გავითვალისწინებ და თითოეულ მოსწავლეს უშუალოდ
პრაქტიკული მუშაობის პროცესში მივაწოდება კონკრეტულ განმარტებებს კონკრეტული აქტივობების
შესახებ.
26/12/2018წ.